ფეხბურთი

20:19 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" და "სამგურალმა" პროლიგა2 გაინაღდეს, "რუსთავი" ახლოსაა

გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტური და თითქმის ფინიშის სწორზეა გასული, ზოგიერთ გუნდს ორი მატჩი დარჩა სათამაშო, ზოგსაც - მხოლოდ ერთი. მერე კი ფლეი-ოფებია.

თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ დარჩება პროლიგა 2-ში. გამოვლინდება კიდევ ორი საუკეთესო, რომლებიც ფლეი-ოფებით გაირკვევა. ერთი ჯგუფის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილოსნები ჯვარედინად შეხვდებიან მეორე ჯგუფის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეეექვსე ადგილოსნებს. ანუ 8 გუნდი ითამაშებს ფლეი-ოფში შინ-სტუმრად თამაშების პრინციპით და ამ რვიდან ორი საუკეთესო დარჩება პროლიგა2-ში.

მოკლედ, დღევანდელი პირველი ლიგის 18 გუნდიდან მხოლოდ 6 დარჩება ამ ლიგაში, რომელსაც პროლიგა 2 ერქმევა. ამ ექვსს დაემატება უმაღლესიდან გავარდნილი 4 გუნდი და მთლიანობაში, 10 გუნდი ითამაშებს 2017 წლის სეზონს.

დღევანდელი მატჩების შემდეგ, "თეთრი ჯგუფიდან" წყალტუბოს "სამგურალმა", ხოლო "წითელი ჯგუფიდან" გაგრამ გაინაღდა პროლიგა2-ის საგზური. წყალტუბოელებმა სტუმრად მამუკა ღონღაძის გოლით 1:0 აჯობეს ტყიბულის "მეშახტეს", რომელიც მესამე ადგილზეა ჯგუფში და ძნელად, რომ მეორეზე გავიდეს, რადგან "რუსთავი" უკეთეს პოზიციაზეა: რუსთაველებმა "მარკ სტარსს" სძლიეს და მეორეზე არიან.

"წითელ ჯგუფში" პირველზე გავიდა "ვიტ ჯორჯია" და მეორეადგილოსანიც გამოვლინდა: "გაგრამ" იყოჩაღა, ბორჯომელებს დღეს სტუმრად 2:1 სძლია და მიუწვდომელი გახდა. ლევან პაპავამ (მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია) გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

თეთრი ჯგუფი

რუსთავი -მარკ სტარსი (თბილისი) 4:2 (2:0)

გოლები: 1:0 ციცვიძე (22), 2:0 ჩიმაკაძე (25), 2:1 სულაქველიძე (56), 3:1 ჩიმაკაძე (60), 4:1 გიგაური (67), 4:2 ამეიჩი (87)

მერანი (მარტვილი) - იმერეთი (ხონი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქანთარია (79)

მეშახტე (ტყიბული) - სამგურალი (წყალტუბო) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მამუკა ღონღაძე (53)

ლიახვი (ცხინვალი) - კოლხეთი (ხობი) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ქობალია (9), 1:1 საბა ლომია (20), 1:2 ქობალია (70), 2:2 გაბარაევი (73)

სამგურალი 14 9 2 3 26 20 6 29
რუსთავი 14 10 2 2 29 15 14 26
მეშახტე 15 8 2 5 22 11 11 26
მერანი 14 8 4 2 26 9 17 22
კოლხეთი ხ 14 5 5 4 18 14 4 20
იმერეთი 14 5 3 6 25 21 4 12
ლიახვი 14 2 4 8 15 35 -20 10
მარკ სტარსი 15 0 3 12 12 34 -22 0
ჩხერიმელა 14 1 3 10 13 39 -26 0

წითელი ჯგუფი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - გარდაბანი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 დავლაშელიძე (24, 74)

ბორჯომი - გაგრა 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (9), 1:1 კიკნაველიძე (24), 1:2 პაპავა (72)

სქური (წალენჯიხა) - საპოვნელა (თერჯოლა) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 დიდია (69, 88)

სულორი (ვანი) - ოდიში1919 (ზუგდიდი) 3:2 (3:0)

გოლები: 1:0 ნიკოლაძე (5), 2:0 ჭრელაშვილი (14), 3:0 ჩხეტიანი (19), 3:1 ფარჯიკია (61), 3:2 ცოტნე სამუშია (84)

ვიტ-ჯორჯია 14 10 3 1 30 10 20 33
გაგრა 15 9 3 3 28 20 8 27
ბორჯომი 14 7 1 6 20 15 5 19
სქური 14 5 3 6 25 19 6 18
სულორი 15 6 3 6 18 20 -2 18
საპოვნელა 14 4 4 6 12 17 -5 16
ჭიათურა 14 6 1 7 13 20 -7 16
ოდიში 1919 14 6 1 7 24 26 -2 13
გარდაბანი 14 1 1 12 13 36 -23 4

ბომბარდირები

პაპავა (გაგრა) - 13, ხინთიბიძე (მეშახტე), ფარჯიკია (ზუგდიდი) - 10-10, ჩიმაკაძე (რუსთავი) - 9, ღონღაძე (სამგურალი), ტყეშელაშვილი (გაგრა), დათა სიჭინავა (რუსთავი), ციცხვაია (ბორჯომი) - 8-8

0.108612