საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ დღეს მიიღო. საარჩევნო ყრილობის დეტალებზე კი გადაწყვეტილებას 13-კაციანი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც ძირითადად ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეებით დაკომპლექტდა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განმარტებით, ჯერ უცნობია, სად გაიმართება არჩევნები, ასევე კანდიდატებისთვის განაცხადების წარდგენის ვადა და ხმის უფლების მქონე დელეგატთა ვინაობები და რაოდენობა.
სამუშაო ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას 2014 წლის ბოლოდან მანუჩარ კვირკველია ხელმძღვანელობს, მას შემდეგ, რაც შიდა დაპირისპირებებისა და ხმაურიანი გარჩევების შემდეგ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა. არაოფიციალური ინფორმაციით, კვირკველია კვლავ გეგმავს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. სხვა შესაძლო კანდიდატების შემდეგ კი ჯერ შიდა წრეებშიც არ საუბრობენ.