ფეხბურთი

17:30 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრებში 39 წლის ფეხბურთელი გამოიძახეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გუნდში არც მეტი, არც ნაკლები, 39 წლის ფეხბურთელს უხმო. საქმე ისაა, რომ ვარჯიშზე ტრავმა ინგლისური “უოტფორდის” მცველმა კრისტიან კაბასელემ მიიღო და მარტინესმა მის ნაცვლად “ბრიუგეს” კაპიტანი, საყრდენი ნახევარმცველი ტიმი სიმონსი გამოიძახა. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სიმონსს ბელგიის ნაკრებში 2013 წლის შემდგომ აღარ უთამაშია. მას დებიუტი “წითელი ეშმაკების” რიგებში 2001 წელს ჰქონდა და მთლიანობაში საკუთარი ეროვნული ნაკრების ღირსება 93-ჯერ დაუცავს (6 გოლი). ისიც საგულისხმოა, რომ სიმონსზე მეტი სანაკრებო კეპი მხოლოდ იან კულემანსის ანგარიშზეა – 96.

საინტერესოა, მისცემს თუ არა თამაშის შესაძლებლობას რობერტო მარტინესი ვეტერან ფეხბურთელს ესტონეთის წინააღდეგ. აღნიშნული თამაში დღეს გაიმართება.

0.11769