ჭადრაკი

17:05 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ნონა’’   ამჯერად   ვერცხლის  მედლით  დაკმაყოფილდა

დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც სერბეთის საკურორტო ქალაქი ნოვი სადი მასპინძლობდა. ქართველი გულშემატკივრის გამორჩეულ ინტერესს ქალთა ტურნირი იწვევდა, სადაც ევროპის ორგზის ჩემპიონი ბათუმის ,,ნონა’’ მონაწილეობდა. ჩემპიონატში გამოსვლის სურვილი 14 გუნდმა გამოთქვა, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.

,,ნონას“ ჩემპიონობის მიუხედავად, პირველ ნომრად, შემადგელობიდან გამომდინარე , მონაკოს ,,მონტე კარლო“ იყო განთესილი ( 2547). მეორე-მესამე ადგილებზე შესაბამისად ,,ნონა“ (2454) და რუსეთის გუნდი ,,უგრა“ ( 2451) იყვნენ.

ჩემპიონატიც სწორედ ამ თანმიმდევრობით დასრულდა. პირველი ადგილი ,,მონტე კარლომ“ დაიკავა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო. მონაკოს გუნდმა ჩემპიონობა ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელთა ვინაობა. დასკვნით ტურში ,,ნონამ“ SHSM Legacy Square Moscow 2,5:1,5 დაამარცხა, 11 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ძაგნიძემ(2507) თეთრებით ალინა კაშლინსკაიას (2450) მოუგო, მეორე დაფაზე მოთამაშე ნინო ბაციაშვილი ( 2489) დარია პუსტოვოიტოვას ( 2427) დაუზავდა. უკვე მერამდენედ, გამარჯვების ქულა გუნდს მეოთხე დაფაზე მოთამაშე სალომე მელიამ (2393) მოუტანა. მაშინ, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ბელა ხოტენაშვილი(2426) ანა სავინასთან(2363) დამარცხდა.

ბოლო ტურამდე 8,0- 8,0 ქულით მივიდნენ რუსეთის გუნდები ,,უგრა’’ და ,,ლადია’’. რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ- 3 : 1 გაიმარჯვა ,,უგრამ’’ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

0.127961