ფეხბურთი

21:47 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის მერე მოლდოვას ამარცხებს (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები მოლდოვას ამარცხებს. საწყის 45 წუთში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიურებოდა და დამსახურებულადაც არის წინ. გოლი მე-16 წუთზე გავიდა - გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდების მერე საჯარიმოში გიორგი ქვილითაიამ იბრძოლა და ბურთი ვაკო ყაზაიშვილს მიუვიდა. "ლეგიას" შემტევმა კი, სტუმრებს მოჭრილ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა - 1:0 VIDEO.

"ჯვაროსნებს" გატანა მერეც შეეძლოთ: ქვილითაიას მეკარემ აუღო, გიორგი ჭანტურიას მცველმა დაუფარა ბოლო მომენტში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ერთი რეალური შანსო მოლდოვასაც ჰქონდა, როცა გაცკანის დარტყმა მე-4 წუთზე მცირედით ასცდა გიორგი ლორიას კარს.

0.114772