ბუნდესლიგის კლუბი "ინგოლშტადტი" გერმანელმა სპეციალისტმა მაიკ ვალპურგისმა ჩაიბარა. 43 წლის მწვრთნელმა მთავარ გუნდში მარკუს კაუჩინსკი ჩაანაცვლა. გერმანელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. მაიკი აქამდე "ოსნაბრიუკს" წვრთნიდა.
"ინგოლშტადტი" გერმანიის ჩემპიონატში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გუნდს 10 თამაშიდან მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და მე-17 პოზიციაზე იმყოფება, ბოლოადგილოსან "ჰამბურგს" კი მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.