ფეხბურთი

11:51 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ერერას დამატება სურს

მექსიკის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" ნახევარმცველმა ექტორ ერერამ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელის გადაბირებით "ლივერპულია" დაინტერესებული.

"მერსისაიდელები" მექსიკელს უკვე ერთი წელია რაც აკვირდებიან და შესაძლოა ოფიციალური წინადადებით პორტუგალიელებს იანვარშივე მიმართონ. ერერას სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119071