ფეხბურთი

14:45 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, F ჯგუფი – ინგლისმა დერბი მოიგო (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ინგლისის ნაკრები დამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობს. ამჯერზე ალბიონელებმა სახლში ბრიტანული დერბი მოიგეს, თან ძალიან ადვილად. შოტლანდიის ნაკრები ბოლო დროს ბევრისთვის ბეჩავი რომ გახდა, ძველი ამბავია, მაგრამ ინგლისელებთან წესით მეტი სისხლით უნდა ეთამაშათ... დანიელ სტარიჯის, ადამ ლალანასა და გარი კეჰილის გოლებმა თამაშის ბოლო ნახევარი საათი ფორმალობად აქცია.

ინგლისელთა მდევარი სლოვენიის ნაკრებია, რომელიც 4 ტურის მერე ასევე დაუმარცხებელია. სრეჩკო კატანეცის გუნდს გუშინ მალტასთან გასვლაზე მოგება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ვერბიჩის ერთი გოლი მნიშვნელოვანი სამი ქულის მოსაპოვებლად მაინც ეყო.

ამავე ქვეჯგუფის კიდევ ერთ მატჩში ფეხბურთი მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა – სლოვაკეთმა ბრატისლავაში ლიტვის ნაკრებს ოთხო გაუტანა და თვითონ ერთიც არ გაუშვია. თუმცა, სატურნირო ცხრილში ვერ ვიტყვით, რომ სლოვაკების მდგომარეობა დადებითია...

ინგლისი – შოტლანდია 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 სტარიჯი (24), 2:0 ლალანა (50), 3:0 კეჰილი (61)

მალტა – სლოვენია 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 ვერბიჩი (47)

სლოვაკეთი – ლიტვა 4:0 (3:0) VIDEO

გოლები: 1:0 ნემეცი (12), 2:0 კუცკა (15), 3:0 შკრტელი (36), 4:0 ჰამშიკი (86)

1.

ინგლისი

4

3

1

0

6:0

10

2.

სლოვენია

4

2

2

0

4:2

8

3.

სლოვაკეთი

4

2

0

2

7:2

6

4.

ლიტვა

4

1

2

1

5:7

5

5.

შოტლანდია

4

1

1

2

6:8

4

6.

მალტა

4

0

0

4

1:10

0

მომდევნო ტური – 26 მარტი

ინგლისი – ლიტვა

მალტა – სლოვაკეთი

შოტლანდია - სლოვენია

0.181991