მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში დიდი ამბები დატრიალდა – აქამდე წაუგებელი და ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი მონტენეგრო, ღრმა აუტსაიდერ სომხეთს ერევანში, 38-ე წუთისთვის უკვე 2:0 უგებდა და თითქოს მორიგი სამი ქულა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ... მეორე ნახევარში სომხებმა ფანტასტიურად ითამაშეს და დიდებული ქამ-ბექიც შემოგვთავაზეს. შედეგად, მონტენეგროს ნაკრებმა პოლონეთთან თანალიდერობა დაკარგა.
პოლონელებმა კი ბუქარესტში რუმინეთს მარტივად აჯობეს – 3:0. მორიგი ორი გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ნაკრებში მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.
დანიის ნაკრებმა კოპენჰაგენში მნიშვნელოვანი და ჰაერივით საჭირო სამი ქულა ირგუნა ყაზახეთის ნაკრებთან. სკანდინავიელთაგან დუბლით ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერი კრისტიან ერიკსენი გამოირჩა.
სომხეთი – მონტენეგრო 3:2 (0:2) VIDEO
გოლები: 0:1 კოიასევიჩი (36), 0:2 იოვეტიჩი (38), 1:2 გრიგორიანი (50), 2:2 ჰაროიანი (50), 3:2 გაზარიანი (90)
დანია – ყაზახეთი 4:1 (2:1) VIDEO
გოლები: 1:0 კორნელიუსი (15), 1:1 სუიუმბაევი (17), 2:1 ერიკსენი (36, პენ), 3:1 ანკერსენი (78), 4:1 ერიკსენი (90)
რუმინეთი – პოლონეთი 0:3 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 გროსიჩკი (11), 0:2 ლევანდოვსკი (83), 0:3 ლევანდოვსკი (90)
1. | პოლონეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 10:5 | 10 | |
2. | მონტენეგრო | 4 | 2 | 1 | 1 | 9:4 | 7 | |
3. | დანია | 4 | 2 | 0 | 2 | 7:5 | 6 | |
4. | რუმინეთი | 4 | 1 | 2 | 1 | 6:4 | 5 | |
5. | სომხეთი | 4 | 1 | 0 | 3 | 4:10 | 3 | |
6. | ყაზახეთი | 4 | 0 | 2 | 2 | 3:11 | 2 |
მომდევნო ტური – 26 მარტი
სომხეთი – ყაზახეთი
მონტენეგრო – პოლონეთი
რუმინეთი - დანია