ფეხბურთი

0:26 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ერერათი დაინტერესდა

“პორტოს” და მექსიკის ნაკრების ნახევარმცველით, ჰექტორ ერერათი ინგლისური “ლივერპული” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსისაიდული კლუბი ერერას ზაფხულშიც აკვირდებოდა და იურგენ კლოპი ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის, მექსიკელის დამატებაზე სერიოზულად იფიქრებს.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ერერას “პორტოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და მისით “ნაპოლიც” ინტერესდება.

0.112247