ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერის, პაულო დიბალას მოედანზე დაბრუნების ვადამ ისევ გადაიწია. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის არგენტინელის ახალმა გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ თამაშს მომდევნო სამი კვირის განმავლობაშიც ვერ შესძლებს. არადა, თავდაპირველი დიაგნოზით, დიბალას ვარჯიში სანაკრებო პაუზის შემდგომ უნდა განეახლებინა.
სამხრეთამერიკელმა ტრავმა “მილანისა” და “იუვენტუსის” მატჩის დროს მიიღო და მას მერე ლაზარეთშია. მიმდინარე სეზონში პაულომ ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შესძლო.