ფეხბურთი

18:50 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დილას“ მფლობელთა გეგმები: ახალი სავარჯიშო მოედანი და საფეხბურთო აკადემია

საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ ახალი მეპატრონე კომპანია „სტარ სპორტ ინვესტი“ გუნდისთვის ახალი სავარჯიშო მოედნის აშენების შესაძლებლობას და საფეხბურთო აკადემიის დაარსებას გეგმავს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, “დილას” მფლობელები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორში იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს როგორც მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, ასევე ქალაქის ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო სიტუაციის უკეთ გაცნობა გრძელვადიანი პროგრამის დასაწყებად.

“დილას” პრესსამსახურის ცნობით, კლუბის მფლობელები განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს გუნდისთვის ახალი მოედნის ასაშენებლად. იგეგმება საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებაც, რათა ადგილობრივ ნიჭიერ ფეხბურთელებს განვითარების საშუალება მიეცეთ. ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბმა ხელშეკრულებაა გააფორმა გიორგი დარასელიასთან, რომელიც “დილასთან” სპეციალური საფეხბურთო კონსულტანტის რანგში ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ ებრაელ ინვესტორთა ჯგუფმა ქართული კლუბი ერთი თვის წინ აუქციონის წესით შეიძინა.

0.11749