ფეხბურთი

17:55 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” და “მილანი” ჟირუს ყიდვას აპირებენ

30 წლის ფრანგი შემტევის ოლივიე ჟირუს გადაბირებით ორი იტალიური კლუბი “მილანი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულნი, აღნიშნულ ინფორმაციას Sportmediaset-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ნაპოლი” ფრანგის შეძენას იანვრის თვეში შეეცდება, ნეაპოლური კლუბი ტრავმირებული შემტევის არკადიუშ მილიკის შემცვლელს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟირუ “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვედრის გამო უკმაყოფილოა.

ჟირუს სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შემტევმა 5 შეხვედრაში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.113725