ფეხბურთი

16:22 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალის ფიქრები: “იუვენტუსში” დაბრუნება

იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, calciomercato.it-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს ზაფხულში ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება სურს.

როგორც წყარო იტყობინება, 29 წლის ვიდალი მიუნხენში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ თავს არცთუ კომფორტულად გრძნობს და თურმე რამდენიმე დღის წინ ექსთანაგუნდელ პატრის ევრასთანაც უსაუბრია აპენინზე შესაძლო დაბრუნების პერსპექტივებზე.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სულაც არაა გამორიცხული, რომ სამხრეთამერიკელი “ბებერ სინიორას” მართლაც დაუბრუნდეს, თუმცა მთავარ პრობლემად ჯუზეპე მაროტას ასახელებს, რომელიც თურმე ვიდალს ტურინიდან აბარგების მერე არცთუ ისე სწყალობს.

შეგახსენებთ, არტურო ვიდალი “იუვენტუსში” 2011-2015 წლებში თამაშობდა და “ალიანს არენაზე” 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან “რეკორდმაისტერის” ღირსება 12 მატჩში დაიცვა და გოლი ერთხელ გაიტანა.

0.131666