სლოვაკი ჩოგბურთელი დომინიკა ციბულკოვა WTA-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ციბულკოვამ ხმების 55 % მიიღო, მეორე ადგილზე პოლონელი აგნეშკა რადვანსკა (33%) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა (12%) დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ციბულკოვამ ოქტომბრის თვეში სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.