ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნა ფინალური დაპირისპირება ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა (ნორვეგია) და ტიტულის მაძიებელ სერგეი კარიაკინს (რუსეთი) შორის. შეხვედრას ქალაქი ნიუ იორკი 11- 30 ნოემბერს მასპინძლობს. ასპარეზობა შეიძლება გაგრძელდეს თუ გამარჯვებული პირველ დეკემბრამდე ვერ გამოვლინდა.
შეხვედრა 12 პარტიისაგან შედგება. ყოველი ორი პარტიის შემდეგ, მოჭადრაკეები მესამე დღეს ისვენებენ. დაპირისპირების ფრედ 6,0- 6,0 დამთავრების შემთხვევაში, გამარჯვებულს ტაი ბრეიკი დაასახელებს. ფინალური დაპირისპირების საპრიზო ფონდი 1.1 მილიონი აშშ დოლარია. ამ თანხიდან ჩემპიონი 60-ს, ხოლო დამარცხებული 40 პროცენტს მიიღებს. თუ გამარჯვებული ტაი ბრეიკის შემდეგ გამოვლინდა, მაშინ ჩემპიონს 55, ხოლო 45 პროცენტი ვიცე ჩემპიონს გადაეცემა.