ჩილეს ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ძირითადი მეკარე, კლაუდიო ბრავო ტრავმირებულია. 33 წლის მეკარემ მუხლის დაზიანება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო.
კლაუდიომ მატჩის ჩამთავრება ვერ მოახერხა და 64-ე წუთზე ადგილი “უნივერსიდად დე ჩილეს” კიპერს, ჯონი ერერას დაუთმო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ბრავოს ტრავმა, თუმცა დიდი ალბათობით მომდევნო სანაკრებო მატჩს გამოტოვებს: სამშაბათს ჩილე შინ ურუგვაის მიიღებს.
კოლუმბიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა კი, ფრედ 0:0 დასრულდა.