მიუნხენის “ბაიერნის” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ხავი მარტინესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
“დასრულდა ჩემი სამომავლო ოცნება, MLS-ში თამაშთან დაკავშირებით? ” – ირონიულად დაპოსტა სოციალურ ქსელ Twitter–ში ბასკმა მოთამაშემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში გამართულ გუშინდელ არჩევნებში, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდა.