ჟოზე მოურინიოს თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “პორტუ”, “ჩელსი”, “ინტერი”, “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გაუწვრთნია და შესაბამისად არაერთ დიდ ფეხბურთელთან უმუშავია. ამასთან, არაერთი ჯილდო მოუგია და მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა.
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა “სანმა” იმ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებთან ერთად “განსაკუთრებულმა”, განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია.
აღნიშნული 11-ეული კი შემდეგნაირია:
მეკარე: პეტერ ჩეხი (“ჩელსი”)
მცველები: სერხიო რამოსი (“რეალი”), ჯონ ტერი (“ჩელსი”), რიკარდო კარვალიო (“პორტუ”, “ჩელსი”), მარსელო (“რეალი”)
ნახევამრცველები: ხავიერ ძანეტი (“ინტერი”), კლოდ მაკელელე (“ჩელსი”), დეკუ სოუზა (“პორტუ”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), ვესლი სნეიდერი (“ინტერი”)
თავდამსხმელი: დიდიე დროგბა (“ჩელსი”)