ფეხბურთი

20:34 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი და ბრანდტი გერმანიას ვერ დაეხმარებიან

მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი და "ლვერკუზენის" ნახევარმცველი იულიან ბრანდტი ავადმყოფობის გამო ბუნდესნაკრებს მომავალ ორ მატჩში ვერ დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იოახიმ ლიოვის შეგირდები 11 ნოემბერს სან მარინოს დაუპირისპირდებიან, ხოლო ოთხ დღეში მილანში იტალიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. ტრავმების გამო გერმანიას ასევე ტონი კროოსი, იულიან დრაქსლერი, ანდრე შურლე, ჟერომ ბოატენგი და მესუთ იოზილი დააკლდებიან.

0.118881