ფეხბურთი

20:15 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის თანაგუნდელი შესაძლოა გაბიგოლი გახდეს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" შემტევი გაბრიელ ბარბოზა ალმეიდა (გაბიგოლი) შესაძლოა ლევან მჭედლიძის გუნდმა "ემპოლიმ" ინათხოვროს. როგორც Calcionews-ი იუწყება, "ნერაძური" მზადაა ფეხბურთელი სათამაშო დროის გამო გაანათხოვროს. "ემპოლი" შემტევის დამატებას იანვარში შეეცდება.

რიოს ოლიმიური თამაშების გამარჯვებული "ინტერში" აგვისტოს ბოლოს გადავიდა და გუნდში ადგილის დამკვიდრება უჭირს. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 წუთი ითამაშა. სამხრეთამერიკელის დამატება გუნდის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს არ სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელი სპეციალისტის აზრი არ გაითვალისწინა.

0.115681