ფეხბურთი

18:08 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-მოლდოვას ბულგარელები იმსაჯებენ

საქართველო-მოლდოვას შესარჩევ მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გეორგი კაბაკოვი იქნება.

ახალგაზრდა მსაჯია, 30 წლისა და სამი წლის წინ გახდა ფიფას კატეგორიის არბიტრი. საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე აქამდე არასოდეს უმსაჯია. საერთაშორისო თამაშებიდან, მეტწილად 19 და 17-წლამდელთა ნაკრებების თამაშებს უძღვებოდა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

0.123877