ფეხბურთი

16:41 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიას ფელაინი გამოაკლდა

ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი მარუან ფელაინი გამოაკლდა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის განცხადებით, “მანჩესტერის” ნახევარმცველი ნაკრებს ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

ფელაინიმ ტრავმა “სუონსისთან” პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო და მცირე დროში დაზიანების მორჩენა ვეღარ მოასწრო. მარუან ფელაინის ეროვნულ ნაკრებში 76 თამაში აქვს გამართული და 15 გოლი გატანილი.

0.127798