ფეხბურთი

12:53 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას და ბონუჩის კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ

იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსი” ლეონარდო ბონუჩის და პაულო დიბალას ახალ კონტრაქტებს უფორმებს. Tuttosport-ი წერს, რომ ორივე ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია და მალე ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.

ბონუჩი ტურინში 2021 წლის ივნისამდე დარჩება და სეზონში 4-4.5 მილიონ ევროს გამოიმუშვებს, ხოლო დიბალა იგივე დროში 5 მილიონს, რომელსაც პრემიებიც დაემატება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბონუჩი და დიბალა სატრანსფერო ბაზარზე “იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები არიან და იტალიური კლუბის ხელმძღვანელებიც მათი შენარჩუნებისთვის თადარიგს იჭერენ.

0.112253