ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაახანგრძლივოს. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
29 წლის სამხრეთამერიკელი სავარაუდოდ ხელშეკრულებას 2 წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2021 წლის ივლისამდე ითამაშებს. ფეხბურთელის ანაზღაურება კი წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება.