ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
უკანახაზელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ (4:0) ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში მიიღო და 39-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის გამო ფეხბურთელმა 4 მატჩი გამოტოვა.
პიკემ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.