გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტურის ექვსი მატჩი და აქედან ხუთში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. მოულოდნელობაც გამოაერია: "გარდაბანმა" სეზონში პირველად მოიგო, კერძოდ, ვანის "სულორს" 3:1 სძლია. არადა, ვანელებს ძალიან სჭირდებათ ქულები.
ეს "წითელი ჯგუფის" მატჩი იყო და ამავე ჯგუფში, "გაგრამ" 1:0 აჯობა "სქურს", რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდა მეორე ადგილს. ცხრილი კიდევ უფრო დაძაბა ჭიათურეLტა გამარჯვებამ: ზემოიმერლებმა "ბორჯომს" 2:1 მოუგეს და ექვსეულში, ანუ ფლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი გაუჩნდათ. შანსი აქვს თერჯოლის "საპოვნელასაც", რომელმაც ლიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" 0:0 ითამაშა.
ვიტელებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და ამაზე უკვე დავწერეთ
"თეთრ ჯგუფში" ცენტრალური მატჩი იყო ხობის "კოლხეთსა" და ტყიბულის "მეშახტეს" შორის. ხობელებმა 2:0 იმარჯვეს, თუმცა ტყიბულელები ჯერაც მეორე ადგილზე არიან. ეგაა, დარჩენილ ტურებში ბრძოლა მოუწევთ პირველ-მეორეზე გასასვლელად. ხონის "იმერეთმა", როგორც მოსალოდნლი იყო, სამი ქულა აიღო ცხინვალის "ლიახვთან" -5:1 იმარჯვა და მეორეზე გასვლის ამბიცია აქვს.
თეთრი ჯგუფი ("სამგურალი" ისვენებს)
იმერეთი (ხონი) - ლიახვი (ცხინვალი) 5:1 (1:1)
გოლები: 1:0 როსტიაშვილი (25), 1:1 ბუზალაძე (40), 2:1 ჩაფიძე (53), 3:1 ჭკუასელი (72), 4:1, 5:1 კაკალაძე (87, 89)
კოლხეთი (ხობი) - მეშახტე (ტყიბული) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლომაია (25), 2:0 ქობალია (72)
მარკ სტარსი (თბილისი) - მერანი (მარტვილი) და ჩხერიმელა (ხარაგაული) - რუსთავი ხვალ გაიმართება
წითელი ჯგუფი ("ოდიში 1919" ისვენებს)
ჭიათურა - ბორჯომი 2:1 (2:1)
გოლები: 0:1 ციცხვაია (24), 1:1 ნადირაძე (27), 2:1 გოგიჩაძე (43)
გაგრა - სქური (წალენჯიხა) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ქურდაძე (19)
გარდაბანი - სულორი (ვანი) 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბახტაძე (28), 1:1 გაგა ჩხეტიანი (42), 2:1 ჯაყელი (77), 3:1 მუსელიანი (80)
საპოვნელა (თერჯოლა) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0