პორტუგალიაში დასრულდა ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი ქეთი წაწალაშვილი(2246) და ანა გავაშელი(2203) მონაწილეობდნენ.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. გავაშელმა 6.0, ხოლო წაწალაშვილმა 5.0 ქულა დააგროვა, რომლებმაც ქალთა შორის შესაბამისად I-II ადგილები დაიკავეს. საერთო ჩათვლაში გავაშელმა IV-XII ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლით მე-12 ადგილი ერგო. რაც შეეხება წაწალაშვილს, იგი მე-19 ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ვლადიმირ პეტკოვმა(2517) მოიპოვა, რომელმაც 7.0 ქულა დააგროვა.