ფეხბურთი

22:49 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობები “სევილია” – “ბარსელონას” მატჩს დაესწრნენ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” (Game of Thrones) რამდენიმე მსახიობი გუშინ “სანჩეს პისხუანზე” გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ადგილობრივი “სევილია” “ბარსელონასთან” დამარცხდა.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები დევიდ ბენიოფი და დანიელ ბრეტ ვაისი და მსახიობები: ალფი ალენი (თეონ გრეიჯოი), ემილია კლარკი (დეენერის ტარგარიანი), კონტელ ჰილი (ვარისი), პიტერ დინკლეიჯი (ტირიონ ლანისტერი), ჰეფჰორ იულიუს ბიორნსონი (გრეგორ კლეგანი), გვენდოლინ კრისტი (ბრიენა), იან გლენი (ჯორაჰ მორმონტი), ლიან კანინგერი (სერ დავოსი) და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ჯეიმს ლანისტერი) აღნიშნულ მატჩს ესწრებოდნენ და “სევილიას” შარფებში გამოწყობილნი მასპინძლებს გულშემატკივრობდნენ.

“სევილიას” პრეზიდენტი ხოსე კასტრო კარმონა ყველა მათგანს შეხვდა და სამახსოვრო მაისურები უძღვნა.

როგორც იცით, გუშინდელ მატჩში “სევილია” “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა.

ცნობისთვის, კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ), ნატალიე ემანუელი (მისანდეი) და ემილია კლარკი გასულ კვირას ბილბაოში გამართულ Chemical Brothers-ის კონცერტს დაესწრნენ.

0.14461