კალათბურთი

10:56 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დალასმა” “მილოუკს” ოვერტაიმში აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ტეხასში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას ორი ყოფილი გუნდი შეხვდა - “დალას მავერიკსი” და “მილოუკი ბაქსი”. მატჩის ძირითადი დრო 74:74 დასრულდა, ბოლო წამზე “მილოუკს” ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ ბოლო წამზე ვისკონსინელებს მიზანმა უმტყუნა. დამატებით 5-წუთეულში “მილოუკს არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდეს და ოვერატიამი ტეხასელებმა 12:1 მოიგეს, საბოლოოდ კი 85:75 იმარჯვეს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის საკმაოდ დაბალშედეგიანობაა, თან ოვერტაიმის გათვალისწინებით.

“ლეიკერსმა” საკუთარ დარბაზში “ფინიქსი” 119:108 დაამარცხა. “ლეიკერსი” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერის როლში იყო და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა “ფინიქსის” უკანახაზელმა დევინ ბუკერმა ჩააგდო. “ლეიკერსმა” კი გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის 22 ქულით ნიკ იანგი გამოირჩა.

“მემფისი” – “პორტლენდი” 94:100 (22:25, 29:22, 26:29, 17:24)

https://www.youtube.com/watch?v=5CNsZAfYvZA

“ტორონტო” – “საკრამენტო” 91:96 (23:20, 27:24, 16:24, 25:28)

https://www.youtube.com/watch?v=qntvQfJssHg

“დალასი” – “მილოუკი” 86:75 (19:27, 28:12, 12:17, 15:18, ო.ტ. 12:1)

https://www.youtube.com/watch?v=iKaEgiVUF94

“ბოსტონი” – “დენვერი” 107:123 (23:42, 29:35, 31:26, 24:20)

https://www.youtube.com/watch?v=douWuktIVRY

“ლეიკერსი” – “ფინიქსი” 119:108 (23:15, 31:28, 29:33, 36:32)

0.063636