გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი ლონდონის "არსენალთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა. აღნშნული ინფორმაცია Sunday Mirror-მა გაავრცელა.
გერმანელი მოთამაშე "მეთოფეებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი იოზილი კვირაში 160 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.