ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება "სანჩეს პისხუანზე", სადაც "სევილია" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მასპინძლების თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და გუნდს დაუბრუნდა სამირ ნასრი, რომელმაც ზაგრების "დინამოსთან" მატჩი გამოტოვა.
"ბარსელონას" გაფართოებული შემადგენლობა კი უცვლელი დარჩა. სარეზერვო გუნდიდან ლუის ენრიკეს განკარგულებაში კვლავ მარლონი და ნილი იქნებიან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნულმა მოთამაშეებმა "სევილიასთან" მატჩში მონაწილეობა მიიღონ.
არგენტინელი და ესპანელი სპეციალისტების რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
სევილია: რიკო, სირიგუ, მარიანო, კარისო, კრანევიტერი, ვიეტო, ნასრი, იბორა, ბენ იედერი, კიოტაკე, ნზონზი, კორეა, ესკუდერო, განსო, ვიტოლო, სარაბრია, რამი, ვასკესი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სილესენი, რაკიტიჩი, სერხიო, დენისი, არდა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, პაკო ალკასერი, დინი, სერხი რობერტო, ანდრე გომეში, უმტიტი, ნილი, მარლონი.
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.