იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ლიხტენშტეინთან და გერმანიასთან მატჩებისთვის გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო. კვლავ “სკუადრა აძურას” მიღმა დარჩა მარიო ბალოტელი – სამაგიეროდ, ვენტურას რჩეულთა სიაშია ისევ ანდრეა ბელოტი, რომელიც სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთი ლიდერია და კარგ სეზონს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურას" ხანგრძლივი პაუზის მერე კლაუდიო მარკიზიო დაუბრუნდა, რომელმაც მძიმე ტრავმა მოირჩინა და ნაკრებშიც უმალვე გამოიძახეს.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)
მცველები: ლუკა ანტონელი (“მილანი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), მატია დე შილიო (“მილანი”), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), დავიდე ძაპაკოსტა (“ტორინო”)
ნახევარმცველები: დანილო კატალდი (“ლაციო”), დანიელე დე როსი (“რომა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”)
თავდამსხმელები: ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), მატეო პოლიტანო (“სასუოლო”), ნიკოლა სანსონე (“ვილიარეალი”, ესპანეთი), ედერი (“ინტერი”), სიმონე ძაძა (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ლეონარდო პავოლეტი (“ჯენოა”), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”)
იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 12 ნოემბერს, ლიხტენშტეინს ეთამაშება, ხოლო ოთხ დღეში ამხანაგურად მილანში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.