კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" ყაზახეთის თასის ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალის პირველი მატჩი "ატირაუსთან" შინ 1:0 ჰქონდა მოგებული, დღეს კი სტუმრად 3:0 იმარჯვა.
ფინალში ცხადაძის გუნდი, სავარაუდოდ, მოქმედ ჩემპიონ "ასტანას" შეხვდება. ასტანელებს შოთა გრიგალაშვილის "ირტიშთან" სტუმრად 2:1 აქვთ მოგებული და ხვალ საპასუხო შეხვედრა ელით.
შეგახსენებთ, ცხადაძის გაწვრთნილები ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ.