საქართველო - მოლდოვას მატჩის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეიდან უკვე "დინამო არენას" სალაროებშიც შეუძლიათ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.
ბილეთების ფასი 5, 10, 15, და 25 ლარია. "დინამო არენას" სალაროები ყოველდღე, 11:00 - 19:00 მუშაობს. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში, ბმულზე: www.tkt.ge/geovsmol
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, 21:00 სთ. ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.