გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დრეზდენის "დინამოს" ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ. გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ფეხბურთელმა დიუსელდორფში "ფორტუნასთან" შეხვედრაში დუბლი მიითვალა.
გოგიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, 26-ე წუთზე შორი მანძილიდან გატანილი ულამაზესი გოლით "დინამო" 2:0 დააწინაურა, 50-ე წუთზე კი მეორე გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით დრეზდენელები "ფორტუნას" გაუთანაბრდნენ და 19 ქულით დიუსელდორფელებთან მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.
აკაკი გოგიამ მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უკვე 5 გოლი დაუგროვდა, რაც მისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია.