“ლივერპული” და “ტოტენჰემი” “გიმარაეშის” შემტევს მუსა მარეგას აკვირდებიან – იუწყება ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe.
25 წლის მოთამაშე, რომლის სატრანსფერო უფლებებს “პორტო” ფლობს, შესანიშნავ სეზონს ატარებს და პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
ზემოთ ნახსენები წყაროს თანახმად, “ლივერპულის” და “ტოტენჰემის” გარდა, მარეგათი “სტოკი”, “უოტფორდი”, “სანდერლენდი” და “კრისტალ პალასი” ინტერესდებიან.
მალელ ფეხბურთელს “გიმარაეშთან” საიჯარო ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო “პორტოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.