მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, „ლეგანესთან“ გასამართ მატჩში ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის იმედი ექნება.
AS-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, რომელიც პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში, „ესპანიოლთან“ შეხვედრისას მიიღო. ამის შემდეგ მოდრიჩმა კიდევ ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მუხლი აწუხებდა და ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.
ახლა ლუკა თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ზიდანმა არ გამორიცხა, რომ 6 ნოემბერს „ლეგანესის“ წინააღმდეგ ათამაშოს.