ინგლისურ “ლივერპულს” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველი მამადუ სახო დატოვებს – იუწყება ცნობილი ფრანგული გამოცემა France Football.
26 წლის ფეხბურთელს იურგენ კლოპთან უთანხმოება აქვს და მიმდინარე სეზონში მერსისაიდული კლუბის მაისურით საერთოდ არ უთამაშია.
როგორც ცნობილია, სახოთი ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბი ინტერესდება.