ფეხბურთი

22:49 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ჰარტის იჯარის გახანგრძლივება სურს

"ტორინო" ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარით ჯო ჰარტით კმაყოფილია და ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება სურს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, იტალიელები "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებას დაიწყებენ და შეეცდებიან მეკარე 2017/18 წლების სეზონის დასრულებამდე დაიტოვონ.

ჰარტი ინგლისური გრანდიდან ტურინულ გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაანათხოვრეს. პეპ გვარდიოლა ინგლისელს ძირითადში არ ათამაშებდა და იტალიელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს. "ტორინოში" ჯომ 10 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 11 გოლი და 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

0.115873