კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ლუის სუარესისადმი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი დაადასტურა და აღნიშნა, ურუგვაელს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი ვიცით და გვინდა ლუის სუარესს კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ. ურუგვაელი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფეხბურთელია, მას ბევრი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის და დიდი ამბიციები გააჩნია." - ციტირებს Goal.com-ი სამხრეთამერიკელის სიტყვებს.
სუარესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით უცნობია კლუბთან რამდენი წლით გააახანგრძლივებს ხელშეკრულებას. მიმდინარე სეზონში ლუისმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.