უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "სევილიას" ჰყავს. ანდალუსიელთაგან მცველები გამოარჩიეს.
უეფას სიმბოლური ნაკრები 5-2-3 სისტემისაა და თავდასხმის ხაზში მოხვდა რადამელ ფალკაო, რომელმაც მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ (3:0) მატჩში დუბლი მიითვალა.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ედერსონი ("ბენფიკა")
მცველები: ტომა მენე (პსჟ), სერხიო ესკუდერო ("სევილია"), ჯონათან კაფუ ("ლუდოგორეცი"), ფერეირა ("სევილია"), ალექს ტელესი ("პორტუ").
ნახევარმცველები: ილქაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი"), მესუთ იოზილი ("არსენალი")
თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო ("მონაკო"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო").