ფეხბურთი

18:40 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვა - დობროვოლსკიმ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა გამოაცხადა

მოლდოვას ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ 12 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა გამოაცხადა. მოლდოველებს სამი ფეხბურთელი დააკლდებათ: ალექსანდრ დედოვსა და ანდრეი კოჟოკარს (ორივენი "მილსამის" ნახევარმცველები არიან) დისკვალიფიცია აქვთ, ხოლო "ყუბანის" მცველ იგორ არმაშს ტრავმა აწუხებს.

მოლდოვას ჯგუფშის სამი მატჩიდან სამივე წაგებული აქვს: უელსთან 0:4, სერბეთთან 0:3 და ირლანდიასთან 1:3.

მეკარეები: ილია ჩებანუ (მორდოვია, რუსეთი), სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ნიკოლაე კალანჩა (კრაიოვა, რუმინეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი);

მცველები: ალექსანდრ ეპურიანუ (ისტანბულსფორი, თურქეთი), კატალინ კარპი (ვიტორული, რუმინეთი), ანდრიან კაშკავალი (ლუჩ-ენერგია, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო (ზარია), ვიტალი ბორდიანი (შერიფი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), პეტრუ რაკუ, ვადიმ ბოლოხანი (ორივე - მილსამი), იონ ჟარდანი (ზიმბრუ);

ნახევარმცველები: ალექსანდრ გაცკანი (როსტოვი, რუსეთი), ევგენი ზასავიცკი (ტრაკაი, ლიტვა), გეორგი ანდრონიკი, ალექსანდრ ანტონიუკი (ორივე - მილსამი), ვლადისლავ ივანოვი (შერიფი), მაქსიმ მიხალევი (ზარია), მაქსიმ ანტონიუკი (აკადემია);

თავდამსხმელები: იგორ ბუგაევი (ზარია), ევგენი სიდორენკო (მილსამი), რადუ გინსარი (შერიფი), დან სპეტარუ (ზიმბრუ);

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

0.114943