გიორგი აბურჯანიას დიდი დრო გაუცდა. 21 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია და შესაბამისად, სამი სანაკრებო მატჩიც გამოტოვა. გიორგის ბარძაყის კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ახლა მწყობრშია და ორშაბათს თავის გუნდში ვარჯიშს დაიწყებს.
"სამწუხაროდ, დიდი დრო გამიცდა. მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდი. ინდივიდუალურად ვარჯიში დავიწყე და ყველაფერი კარგადაა, ორშაბათიდან კი "სევილია II"-თან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშებ" - გვითხრა აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, აბურჯანია გასულ ზაფხულს "ხიმნასტიკიდან" გადავიდა სევილიურ კლუბში. ის "სევილიას" ეკუთვნის, მაგრამ თავიდან მეორე გუნდში გამოვა და ფეხბურთელზეა დამოკიდებული - შესაძლოა, ამ სეზონშივე მთავარ გუნდში დააწინაურონ.