ფეხბურთი

17:58 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა ათეული დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) 2016 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილი 10 მოთამაშე დაასახელა. ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ:

კამილ აბილი (საფრანგეთი/ლიონის “ოლიმპიკი”), მელანი ბერინგერი (გერმანია/მიუნხენის “ბაიერნი”), სარა დებრიცი (გერმანია/მიუნხენის “ბაიერნი”), ამანდინ ანრი (საფრანგეთი/ “პორტლენდი”), საკი კუმაგაი (იაპონია/ლიონის “ოლიმპიკი”), კარლი ლოიდი (აშშ/”ჰიუსონი”), ჯენიფერ მაროჟანი (გერმანია/”ფრანკფურტი”/ლიონის “ოლიმპიკი”), მარტა (ბრაზილია/”როსენგარდი”), ლოლა შელინი (შვედეთი/ლიონის “ოლიმპიკი”/”როსენგარდი”), კრისტინ სინკლერი (კანადა/”პორტლენდი”).

ამ ათეულიდან სამი ფინალისტი 2 დეკემბერს გამოვლინდება, წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს კი 2017 წლის 9 იანვარს, ფიფას გალა-საღამოზე დაასახელებენ.

თეგებიFIFA Football Awards
0.12138