ფეხბურთი

4:33 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: პირველი 1/16 ფინალისტების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კვლავ ევროპა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში დღეს 12 ჯგუფის 24 შეხვედრა გაიმართება.

დიდი შანსია, რომ რამდენიმე 1/16 ფინალისტის ვინაობა დღეს გავიგოთ. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “შალკე”, “აიაქსი”, “შახტარი” და “ზენიტი” მოიგებენ, ისინი ფლეი-ოფის საგზურს ორი ტურით ადრე გაიფორმებენ.

ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ალბათ სტამბულში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ფენერბახჩე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს და ორი კვირის წინანდელი განცდილი მარცხისთვის, რევანშის აღებას შეეცდება.

გამარჯვების შემთხვევაში, თურქული კლუბი “იუნაიტედს” გაასწრებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი შეექმნება. მასპინძლებს არანაირი დანაკლისი არ აქვთ.

“წითელ ეშმაკებს” პრემიერლიგაში ძალიან ცუდად მისდით საქმე და მე-8 ადგილამდე დაქვეითდნენ. ამიტომაც, ყველანაირად ეცდებიან, რომ ევროპა ლიგაზე მაინც შეძლონ დადებითი შედეგის ჩვენება. დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება უეინ რუნი და მაქსიმალურად ეცდება, რომ ჟოზე მოურინიო საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. სტუმრები ანტონიო ვალენსიას და კრის სმოლინგს ტრავმების გამო მოისაკლისებენ.

ამავე ჯგუფში, ჯაბა ლიპარტიას “ზორია” “ფეიენოორდს” უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში, თუ ლუგანსკური კლუბი გამარჯვებას ვერ შეძლებს, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს დაკარგავს.

შოთა არველაძის “მაკაბი” ამჯერად უკვე შინ დაუპირისპირდება “ალკმაარს”. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი სპეციალისტი ამჯერადაც აჯობებს ყოფილ კლუბს, ჯგუფიდან გასვლის შანსი საკმაოდ რეალური გახდება.

ნიკა კვეკვესკირის “გაბალა” საკუთარ მოედანზე “სენტ ეტიენს” დაუპირისპირდება. ქართველი მოთამაშის გუნდს 0 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ მიზერული შანსები აქვს დარჩენილი. კვეკვესკირი ახლახან გამოჯანმრთელდა და მწვრთნელის გადასაწყვეტია, ძირითადში იქნება თუ არა.

“რაპიდი”, რომელშიც გიორგი ქვილითაია ასპარეზობს, გასვლაზე “სასუოლოს” დაუპირისპირდება. ავსტრიელებს იტალიური კლუბის მსგავსად 4 ქულა აქვთ და ფლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვთ. ქართველი ფორვარდი ბოლო ორ მატჩში ძირითადში იყო და თავი გატანილი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასე რომ, დიდი შანსია, ის დღესაც სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

ამავე ჯგუფში, ბოლო ადგილოსანი “ბილბაო” “სან მამესზე” “გენკს” მიიღებს და რევანშის აღებასთან ერთად, სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ეცდება.

“კრასნოდარი”, რომლის რიგებსაც თორნიკე ოქრიაშვილი იცავს (ქართველის დარეგისტრირება ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოესწრო) გასვლაზე “შალკეს” ეთამაშება, ხოლო ლიგა 1-ის მოულოდენელი ლიდერი “ნიცა” შინ “ზალცბურგს” მიიღებს.

აღნიშნული მატჩების გარდა, გამოსაყოფია კიდევ რამდენიმე შეხვედრა: “ვილიარეალი” – “ოსმანლისპორი”, “აიაქსი” – “სელტა”, “აუსტრია” – “რომა”, “საუთჰემპტონი” – “ინტერი” და “ანდერლეხტი” – “მაინცი”.

A ჯგუფი

22:00 ფენერბახჩე – მანჩესტერ იუნაიტედი
22:00 ზორია – ფეიენოორდი

B ჯგუფი

20:00 ასტანა – ოლიმპიაკოსი
22:00 აპოელი – იანგ ბოიზი

C ჯგუფი

22:00 გაბალა – სენტ ეტიენი
22:00 ანდერლეხტი – მაინცი

D ჯგუფი

22:00 ზენიტი – დანდალკი
22:00 მაკაბი – ალკმაარი

E ჯგუფი

22:00 ასტრა – პლზენი
22:00 აუსტრია – რომა

F ჯგუფი

22:00 ბილბაო – გენკი
22:00 სასუოლო – რაპიდი

G ჯგუფი

00:05 აიაქსი – სელტა
00:05 პანათინაიკოსი – სტანდარდი

H ჯგუფი

00:05 გენტი – შახტარი
00:05 ბრაგა – კონიასპორი

I ჯგუფი

00:05 ნიცა – ზალცბურგი
00:05 შალკე – კრასნოდარი

J ჯგუფი

00:05 ფიორენტინა – ლიბერეცი
00:05 პაოკი – ყარაბახი

K ჯგუფი

00:05 სპარტა – ბირ შევა
00:05 საუთჰემპტონი – ინტერი

L ჯგუფი

00:05 ვილიარეალი – ოსმანლისპორი
00:05 ციურიხი - სტიაუა

0.117651