ფეხბურთი

21:35 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" კონტრაქტების გახანგრძლივების სერია გაგრძელდება

]როგორც ესპანური MARCA იუწყება, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მადრიდის "რეალმა" შესაძლოა კიდევ 4 ფეხბურთელს გაუხანგრძლივოს კონტრაქტი. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულება აქამდე ტონი კროოსს, ლუკა მოდრიჩს, ლუკას ვასკესს და გარეტ ბეილის გაუფორმა.

ესპანური გრანდი მოლაპარაკებას აწარმოებს კრიშტიანუ რონალდუსთან და დიდი ალბათობით მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

ასევე პეპემ ჯერ ვერ მიიღო ახალი კონტრაქტი და შესაძლოა მცირეხნიანი ხელშეკრულება გაუფორმონ. აგრეთვე კლუბი შეეცდება ისკო და დანი კარვახალი უფრო დიდი ხნით დაიტოვოს.

0.802982