სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:41 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "მანჩესტერი" რუდიგერისთვის იბრძოლებენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველმა ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც იტალიური მედია იუწყება, იანვარში "მგლების" უკანახაზელის გადაბირებისთვის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ.

რუდიგერი "რომაში" "სტუტგარტმა" 2015 წელს გაანათხოვრა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა. მიმდინარე სეზონს ფეხბურთელი ტრავმით შეხვდა და რეაბილიტაციის შემდეგ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ფეხბურტელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113791