"ლივერპულის" თავდამსხმელი დანი ინგსი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ დროს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ინგლისელმა მუხლის დაზიანება "ტოტენჰემთან" მოგებულ ლიგის თასის მატჩში მიიღო და როგორც აღმოჩნდა ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა მთავარი გუნდის რიგებში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. სარეზერვო გუნდში კი ინგსმა სამი მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.