ფეხბურთი

17:09 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა პრესტიჟული ტურნირი საქართველოში - ზიდანის შვილიც ჩამოვა

მალე საქართველოში 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის ოთხთა ტურნირი გაიმართება: საქართველო, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებს ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან მოუწევს თამაში.

როგორც იცით, გაისად 2-15 ივლისს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება (რვაგუნდიანი) და აღნიშნული ტურნირი, ბუნებრივია, მოსამზადებელ ხასიათს ატარებს.

9-14 ნოემბერს დანიშნული ტურნირის მატჩებს თბილისი და გორი უმასპინძლებს. აქვე კალენდარი:

9 ნოემბერი

ჰოლანდია-საფრანგეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)

საქართველო-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)

11 ნოემბერი

ჰოლანდია-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 12:00 სთ.)

საქართველო-საფრანგეთი (გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00 სთ.)

14 ნოემბერი

საფრანგეთი-ესპანეთი (თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 15:00 სთ.)

საქართველო-ჰოლანდია (თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00 სთ.)

ჯერჯერობით საფრანგეთმა გამოაქვეყნა შემადგენლობა და ნაკრებშია ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანი. ლუკა მადრიდის "რეალ კასტილიას" მეკარე გახლავთ.

0.119021